logo_geo
eng_logo
თელავში ახალგაზრდა მამაკაცი მაკრატლით დაჭრეს
- +

10 ივნისი. 2021. 11:58

 

თელავში, „კომენდანტის საათის“ დროს, წინასწარი ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდებს ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ.

 

სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა, რა დროსაც მათ ერთმანეთს დაზიანებები მიაყენეს.

 

ერთ-ერთი, 22 წლის ახალგაზრდა თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

 

ახალგაზრდა, 2020 წლის 25 დეკემბერს სოფელ იყალთოში მოკლული, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის ახლო ნათესავია.

 

უფრო მძიმეა 21 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც მიყენებული დაზიანებებით თბილისშია გადაყვანილი.

 

მას თავის არეში დაზიანება სავარაუდოდ, მაკრატლით აქვს მიყენებული.

 

მხარეებს მომხდარის შესახებ კომენტარის გაკეთება არ სურთ.

 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებლობით მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner