ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში 100 მილიონი ადამიანი სრულად ვაქცინირებულია. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
„დღეის მდგომარეობით, ზრდასრული ევროპელების 50%-ზე მეტმა ვაქცინის, სულ მცირე, ერთი დოზა მიიღო, ხოლო 100 მილიონი ევროპელი სრულად აცრილია. ჩვენ ამას მივაღწიეთ ისე, რომ ვაქცინის ექსპორტი არ შეგვიჩერებია. ვაქცინის 700 მილიონი დოზაა წარმოებული, ხოლო 350 მილიონი დოზა 90 ქვეყანაშია ექსპორტირებული“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.