ყაზახეთის ქალაქ ალმა-ათაში შეიარაღებული თავდასხის შედეგად, სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 სამართალდამცველი. უცხოური მედიის ცნობით, ამ დროისთვის ალმა-ათაში გამოცხადებულია „ტერორისტული საფრთხის წითელი დონე", დაწყებულია ანტიტერორისტული ოპერაცია.
ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, გარეთ გასვლისგან თავი შეიკავოს.
ყაზახეთის ეროვნული უშიშროების კომიტეტში იტყობინებიან, რომ თავდასხმა ქალაქის პოლიციის რაიონულ განყოფილებასა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის დეპარტამენტზე განხორციელდა.