logo_geo
eng_logo
ევროპარლამენტი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებზე პატენტის დროებით გაუქმებას მხარს უჭერს
- +

10 ივნისი. 2021. 12:45

 

ვაქცინების გლობალური წარმოების გაფართოების მიზნით, ევროპარლამენტი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებზე პატენტის დროებით გაუქმებას მხარს უჭერს. შესაბამის რეზოლუციას მხარი 355 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 263 - წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 71 ევროდეპუტატმა თავი შეიკავა.

 

„ვაქცინების გლობალური გავრცელების დასაჩქარებლად, ევროპარლამენტარები COVID-19-ის ვაქცინებზე ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დროებით შეჩერებას მოითხოვენ“, - ნათქვამია ევროპარლამენტის რეზოლუციაში.

 

ევროპარლამენტი ინიციატივით გამოდის, მოლაპარაკებები დაიწყოს პატენტის შესახებ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის შეთანხმებებზე დროებით უარის თქმის მიზნით, რათა COVID-19-თან დაკავშირებულ სამედიცინო პროდუქტებზე გლობალური ხელმისაწვდომობა გაუმჯობესდეს და წარმოების შეზღუდვებისა და მიწოდების დეფიციტის პრობლემა აღმოიფხვრას.

 

ევროპარლამენტარები ასევე მოუწოდებენ ევროკავშირს, სწრაფად აღმოფხვრას საექსპორტო ბარიერები და შეცვალოს ექსპორტის ავტორიზაციის მექანიზმი ექსპორტის გამჭვირვალობის მოთხოვნებით.

 

https://imedinews.ge/ge/msoflio/205523/evroparlamenti-koronavirusis-satsinaagmdego-vaqtsinebze-patentis-droebit-gauqmebas-mkhars-uchers

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner