logo_geo
eng_logo
ართანასა და ფშაველში სარწყავი არხი მოწესრიგდა
- +

10 ივნისი. 2021. 14:07

 

„საქართველოს მელიორაცია“ რწყვის სეზონის პარალელურად, წყალუზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით, საირიგაციო სისტემების მოწესრიგებას განაგრძობს.

 

ამჯერად სამუშაოები კახეთში, სოფლების ართანისა და  ფშაველის ტერიტორიაზე გამავალი ნაურდლის სარწყავ სისტემაზე  დასრულდა.

 

ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან მაგისტრალური არხის 2900-მეტრიანი მონაკვეთი გაიწმინდა. 

 

ექსპლუატაციის პროგრამით ჩატარებული სამუშაოები სისტემაში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს. შედეგად თელავის  მუნიციპალიტეტში 300 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება.  აღდგენილი  არხით ართანის, სანიორესა და ნაფარეულის   მოსახლეობა ისარგებლებს.

 

არხის გაწმენდითი სამუშაოები „საქართველოს მელიორაციამ“ საკუთარი ძალებით განახორციელა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner