თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის გამოძიების ფარგლებში, სულ მცირე, არმიის 70 გენერალი და სამხედრო-საზღვაო ძალების ადმირალი, ასევე თურქეთის პრეზიდენტის მთავარი სამხედრო მრჩეველი, პოლკოვნიკი იავერ იაზიჯი დააკავეს, რომელიც პრეზიდენტ ერდოღანის სამხედრო მრჩევლად 2015 წლის 12 აგვისტოს დაინიშნა.
თურქეთის იუსტიციის მინისტრის ბეკირ ბოზდაგის ცნობით, გამოძიების ფარგლებში ასევე დაკავებულია 6 000-ზე მეტი ჯარისკაცი და მოსამართლე.