logo_geo
eng_logo
ყაზახეთში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონე გამოცხადდა
- +

18 ივლისი. 2016. 11:59


სააგენტო Reuters-ის ცნობით, ყაზახეთში ორმხრივი სროლის შედეგად, დაიღუპა 2 პოლიციელი, ხოლო 7 სამართალდამცავი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.


სააგენტო Tengrinews.kz-ის ცნობით, გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების საავადმყოფო გაძიერებული დაცვის ქვეშ იმყოფება.


ყაზახური მედიის ინფორმაციით, სროლის ხმა ისმოდა დედაქალაქის ცენტრში, ალმალინის რაიონში მდებარე პოლიციის შენობის სიახლოვეს. ყაზახეთში წითელი, ტერორისტული საფრთხის ყველაზე მაღალი დონეა. სამართალდამცავი უწყებები ანტიტერორისტულ ოპერაციას ატარებენ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner