logo_geo
eng_logo
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო დევნილებს მიმართავს
- +

18 ივლისი. 2016. 12:11



საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო დევნილებს მოუწოდებს, თაღლითობის ფაქტის არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობონ სამართალდამცავ სტრუქტურებს ან სამინისტროს.


როგორც დევნილთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა ზვიად ლათიბაშვილმა შსს-ში გამართულ პრესკონფერენციაზე თაღლითობის ფაქტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა, 2012 წლიდან დღემდე თაღლითობის 7 ფაქტია გამოვლენილი.


„ინფორმაცია თაღლითური ჯგუფის მოქმედების შესახებ ჩვენმა ბენეფიციარმა დევნილმა მოგვაწოდა. მივმართავ დევნილ მოსახლეობას და საზოგადოებას, არ დაუჯერონ მსგავს შემოთავაზებას. ბინების განაწილება ხდება კომისიურად, ღიად და გამჭვირვალედ. მოვუწოდებთ დევნილებს, რომ თაღლითობის არსებობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ სამართალდამცავ სტრუქტურებს და სამინისტროს. ანონიმურობა დაცული იქნება", - განაცხადა ზვიად ლათიბაშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner