logo_geo
eng_logo
ალმა-ათაში დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა
- +

18 ივლისი. 2016. 12:48



ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განაცხადებით,  ქალაქ ალმა-ათაში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა სამი სამართალდამცველი და ერთი მშვიდობიანი მცხოვრები. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაშავებულია შვიდი პოლიციელი.


ალმა-ათაში უცნობი პირები პოლიციის განყოფილებას და ყაზახეთის ნაციონალური უსაფრთხოების კომიტეტის დეპარტამენტს დაესხნენ თავს. სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველებმა ერთი სავარაუდო თავდამსხმელი დაააკავეს, ერთზე კი ძებნა გამოცხადდა. ქალაქში გამოცხადებულია ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონე.

ყაზახეთის შეიარაღებული ძალები საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner