სააგენტო „როიტერის" ცნობით, ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკების საკითხებში იოჰანეს ჰანი მიიჩნევს, რომ თურქეთში დასაკავებელ პირთა სია ჯერ კიდევ სამხედრო გადატრიალების მცდელობამდე იყო გამზადებული.
„ისე ჩანს, თითქოს რაღაცა წინასწარ იყო გამზადებული. სიები ხელმისაწვდომია, რაც მიუთითებს, რომ წინასწარ იყო გამზადებული და მისი გამოყენება გარკვეულ ეტაპზე უნდა მომხდარიყო", - განახადა იოჰანეს ჰანმა.