logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი: იმედია, ნატოს სამიტზე განიხილავენ ქმედით ნაბიჯებს, რომ შეჩერდეს რუსეთის აგრესია
- +

11 ივნისი. 2021. 01:21

 

უკრაინის პრეზიდენტი დიმრ ზელენსკი იმედოვნებს, რომ ნატოს სამიტზე რუსეთის მხრიდან აგრესიის შეჩერების ნაბიჯები განიხილება.

 

„ინფორმაცია მივაწოდე იენს სტოლტენბერგს რუსეთიდან მომდინარე მნიშვნელოვან საფრთხეებზე. იმედია, რომ ნატოს სამიტზე განიხილავენ ქმედით ნაბიჯებს, რომ შეჩერდეს რუსეთის აგრესია. ხაზი გაესვა უკრაინისთვის ნატოს ღია კარის პოლიტიკის დადასტურების მნიშვნელობას და 2008 წელს უკრაინისთვის MAP-ის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ქმედითობას“, - აცხადებს ზელენსკი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner