logo_geo
eng_logo
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე iPlus-ის მაღაზია გაქურდეს
- +

11 ივნისი. 2021. 11:06

 

 

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ტექნიკის მაღაზია iPlus-ის მაღაზია გაქურდეს.

 

მაღაზიის დირექტორის, კახა სეფიაშვილის ინფორმაციით, შემთხვევა გამთენიისას, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის დასრულებისთანავე მოხდა. მისივე თქმით, წაღებულია ძვირადღირებული ტექნიკა.

 

კახა სეფიაშვილის განცხადებით, ზარალი დაახლოებით 90 ათას ლარს შეადგენს და ზუსტდება კიდევ ზარალი.

 

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს, ამოიღეს შიდა და გარე პერიმეტრის კამერის ჩანაწერები და მიმდინარეობს გამოძიება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner