logo_geo
eng_logo
მოჩვენებითი გარიგებით ქონების გადამალვის ფაქტზე ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
- +

11 ივნისი. 2021. 11:13

 

 

მოჩვენებითი გარიგებით, ქონების გადამალვის ფაქტზე, ერთი კომპანიის ხელმძღვანელის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მოსალოდნელი ვალდებულებისგან თავის არიდების მიზნით, თავისი ოჯახის წევრზე დარეგისტრირებულ საწარმოს მოჩვენებითი გარიგებით სრულად გადააწერა ბალანსზე არსებული ძირითადი საშუალებები და სასაქონლო მატერიალური ფასეულობები“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 205-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით

right_banner right_banner
არქივი
right_banner