logo_geo
eng_logo
დღეს „არტ-გენის“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართება
- +

18 ივლისი. 2016. 13:14



დღეს, 18 ივლისს, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ფესტივალ „არტ-გენის" დასკვნითი ღონისძიება გაიმართება. ფესტივალი დღის ბოლოს ჯგუფ „გამოუვალი მდგომარეობის"  კონცერტით დაიხურება და მაყურებელს ერთი წლით დაემშვიდობება.


 „არ-ტგენი 2016"-ის თბილისის ტური 10 ივლისს  სუხიშვილების „რამიშვილების" პროგრამით გაიხსნა. რვა დღის განმავლობაში, 12:00 საათიდან, ეთნოგრაფიულ მუზეუმში მთელი დღის განმავლობაში წარმოდგენილი იყო ხალხური რეწვის და თანამედროვე ხელოვნების გამოფენები.  რეგიონების წარმომადგენელთა   ფოლკლორული კონცერტები, პანტომიმის თეატრის სპექტაკლი, „შავფაროსნების"  ქართული საბრძოლო ხელოვნების წარმოდგენა და დასკვნითი კონცერტები თანამედროვე მუსიკის ჯგუფებისა და  შემსრულებლების მონაწილეობით. მაყურებლს შესაძლებლობა ჰქონდა, დასწრებოდა ნინო ქათამაძის, ნიაზ დიასამიძის, რობი კუხიანიძის ჯგუფ „ფრანის", „რეგიონის" და ანსამბლ „ჩვენებურების" კონცერტებს.


 წელს ფესტივალის მთავარი თემა იყო  „დავუბრუნდეთ სოფელს".


„Check in Georgia"-ს პროექტის ფარგლებში ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება. „არტ-გენის" მხარდამჭერები არიან:  „ სავინო" , „თიბისი ბანკი" „ფარმადეპო", „ლიკანი".


წელს ფესტივალმა 28 მაისს ბოლნისიდან აიღო სტარტი. ბოლნისის შემდეგ „არტ-გენის" მორიგი  რეგიონული ტურნე სურამში გაიმართა  და   ქობულეთში დაიხურა.


ფესტივალი „არტ-გენი" 2004 წელს დაფუძნდა.  წლების მანძილზე  მთელი საქართველოს მასშტაბით, უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები მოიკვლია და დააარქივა. მათ შორის დაკარგვის პირას მყოფი, ბევრი უნიკალური მასალა.  სწორედ ამ ფესტივალის წყალობით გაიცნო საზოგადოებამ დღეს უკვე  ცნობილი ბევრი ახალგაზრდა მუსიკოსი, ჯგუფი და შემსრულებელი. ფოლკლორისა და თანამედროვე ხელოვნების გაერთიანებით  „არტ-გენმა" განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციასა და ცოცხალი მუსიკის განვითარებაში.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner