დღეს, 20:00 საათზე, ქუთაისში „ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად გაიხსნება. ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„კამპანიას გახსნის პრემიერ-მინისტრი, ჩვენი პარტიის თავმჯდომარე, ბატონი გიორგი კვირიკაშვილი. ამავე ღონისძიებაზე დასახელდება იმერეთის მხარის თერთმეტივე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი", - აღნიშნა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა.
კანდიდატების წარდგენა 18 ივლისს, ქუთაისში, აღმაშენებლის ქუჩაზე გაიმართება.