logo_geo
eng_logo
დღეს „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად გაიხსნება
- +

18 ივლისი. 2016. 13:17



დღეს, 20:00 საათზე, ქუთაისში „ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად გაიხსნება. ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

„კამპანიას გახსნის პრემიერ-მინისტრი, ჩვენი პარტიის თავმჯდომარე, ბატონი გიორგი კვირიკაშვილი. ამავე ღონისძიებაზე დასახელდება იმერეთის მხარის თერთმეტივე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი", - აღნიშნა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა.


კანდიდატების წარდგენა 18 ივლისს, ქუთაისში, აღმაშენებლის ქუჩაზე გაიმართება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner