logo_geo
eng_logo
ბათუმში პორტის ტერიტორიაზე მინერალური სასუქების გადამზიდი მულტიმოდალური ახალი ტერმინალი გაიხსნა
- +

11 ივნისი. 2021. 14:50

 

 

ბათუმში პორტის ტერიტორიაზე მინერალური სასუქების გადამზიდი მულტიმოდალური ახალი ტერმინალი გაიხსნა, რომელიც აზიიდან მიღებულ პროდუქციას ევროპულ ბაზართან დააკავშირებს.

 

უახლოესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ტერმინალის მშენებლობა ამერიკული ტრეიდული კორპორაცია Trammo-სა და კომპანია Wondernet Exspress -ის პარტნიორობით, 25 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციით განხორციელდა.

 

აღნიშნული პროექტის შემუშავებაში მონაწილეობდნენ ევროპის წამყვანი საპროექტო ინსტიტუტები და გემის დასატვირთი მოწყობილობებისა და სასაწყობე ტექნიკის მსოფლიოში უმსხვილესი მომწოდებლები.

 

ტერმინალი სრულიად ავტომატიზებულია და მოიცავს კონვეირების ლენტურ სისტემებს და გემის

დამტვირთველს. ის აღჭურვილია მინერალური სასუქების გადატვირთვისთვის საჭირო თანამედროვე აღჭურვილობით, ფილტრაციის უახლესი ტექნოლოგიით და წლის განმავლობაში ტერმინალი 1 500 000 ტონამდე სასუქის გადამუშავებას შეძლებს.

 

ობიექტზე უკვე დასაქმებულია 100-მდე ადამიანი, მათი უმრავლესობა აჭარის რეგიონიდანაა.

 

კომპანია უახლოეს მომავალში გეგმავს როგორც საინვესტიციო თანხის მოცულობის, ასევე სამუშაო ადგილების გაზრდას.

 

პრეზენტაციას, როგორც საქართველოს მთავრობის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

 

„ეს პროექტი არის მნიშვნელოვანი იმიტომაც, რომ აშენდა გლობალური პანდემიის პირობებში, ეს არის საერთაშორისო გლობალური ინვესტიცია, ეს არის ამერიკული უზბეკური და ქართული ინვესტიცია, ეს მიანიშნებს, რომ საქართველო არის რეგიონის უმსხვილესი ლოჯისტიკური ჰაბი, მინერალურ სასუქებზე მოთხოვნა იზრდება, ეს იქნება მზარდი, მომგებიანი ბიზნესი და ასევე კიდევ ერთხელ დაამტკიცებს საქართველოს როლს, ეს არის ეკოლოგიურად უსაფრთხო ტერმინალი და ინვესტორებმა პასუხი გასცეს ყველა კითხვას, რაც ამ მიმართულებით არსებობდა“, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ.

 

ტერმინალის გახსნის ცერემონიალზე დასასწრებლად ამერიკის შეერთებული შტატებიდან სპეციალური დელეგაცია ჩამოვიდა.

 

აღსანიშნავია, რომ „ტრამო“ „ფორბსის“ უმსხვილეს კერძო ამერიკულ კომპანიებს შორის 56-ე ადგილს იკავებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner