logo_geo
eng_logo
ზაფხულის ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით ბათუმის ბულვარში მოსამზადებელი სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა
- +

11 ივნისი. 2021. 15:46

 

 

ზაფხულის ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით ბათუმის ბულვარში მოსამზადებელი სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. სარეაბილიტაციო   სამუშაოები ბულვარის მასშტაბით რამდენიმე მიმართულებით განხორციელდა. სამღებრო და სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა კოლონადებს, საბავშვო , სპორტულ მოედნებსა და ბულვარის ბალანსზე არსებულ მონუმენტურ ქანდაკებებს. ინტენსიურ რეჟიმში სუფთავდება გედების ტბისა და შადრევნების ავზები. ამავდროულად, სპეციალური ტექნიკის დახმარებით ჩატარდა ველო და სასეირნო ბილიკების მორეცხვის სამუშაოები, რომელიც ზაფხულის სეზონის განმავლობაში რეგულარულად შესრულდება.

 

განახლდა საპლაჟე ინფრასტრუქტურაც, კერძოდ კი, ზღვაზე ჩასასვლელი ბილიკები და საშხაპე-გამოსაცვლელები. წელს, დამატებით, გამოიყო კიდევ ერთი ადგილი პლაჟზე, სადაც მოტაჟდება შშმ პირებისთვის ადაპტირებული ბილიკი, გასახდელი და საშხაპე.

 

ზღვისპირა ბაღში მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა გამწვანების კუთხითაც. დაირგო 4 ათასამდე ერთწლოვანი და მრავალწლოვანი ხე-მცენარეები.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner