„ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი - მოხარული ვარ, რომ პარლამენტმა მიიღო „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ ახალი კანონი; „საია“- ს თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი - კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ტოტალურ კონტროლში“ - ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში, პარლამენტის მიერ, მე-3 მოსმენით მიღებულ „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტის შესახებ ორ შეფასებას ეხმიანება და შესაბამის სქრინებს აქვეყნებს.
მისი თქმით, სამწუხაროა, როცა ერთ-ერთი ცნობილი NGO-ს, საია-ს ხელმძღვანელი ან ვერ ერკვევა საერთაშორისო პრაქტიკაში ან დაუფიქრებლად, უაპელაციოდ სარგებლობს ნაცსექტის „მესიჯბოქსით“.
„საქართველოს პარლამენტმა 10 ივნისის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით დაამტკიცა „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტი, რომლის ინიცირებაც წინა მოწვევის პარლამენტში, 2019 წელს მოხდა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ტოტალურ კონტროლში, - ასე გამოეხმაურა ახალ კანონს საია-ს თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი, რომლის შეფასებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მხოლოდ მოსმენები კი არა, ინტერნეტიც ჩაუვარდა ხელში.
ძალიან სამწუხაროა, როცა ერთ-ერთი ცნობილი NGO-ს, საია-ს ხელმძღვანელი ან ვერ ერკვევა საერთაშორისო პრაქტიკაში ან დაუფიქრებლად, უაპელაციოდ სარგებლობს ნაცსექტის „მესიჯბოქსით“. მე ორივე ვარიანტს ვემხრობი. ახალი კანონის მიღებას ეხმაურება დიდი ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი: მოხარული ვარ, რომ პარლამენტმა მიიღო „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ ახალი კანონი. ეს სოლიდური ბაზაა სამომავლო კიბერუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ქვეყნის კიბერსივრცეში თავდაცვისა და სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად. მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით გაძლიერდეს ზედამხედველობა“ - წერს გია აბაშიძე.