კასპის მუნიციპალიტეტის კოდისწყაროს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზემო რენეში საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოები, კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და მისმა მოადგილემ დავით ქისიშვილმა დაათვალიერეს.
პროექტის დასრულების შემდეგ თანამედროვე სტანდარტებს დაქვემდებარებულ და აღჭურვილ 2 ჯგუფიან საბავშვო ბაღში, 8 სოფლის ბავშვები სკოლამდელ განათლებას კომფორტულ გარემოში მიიღებენ. ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ 8 სოფლიდან 4 საზღვრისპირაა, 3 კი მაღალმთიანი სტატუსის მქონე.
შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
სოფელში ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული - შექმნილია დამატებითი სამუშაო ადგილები.
სამუშაოების ღირებულება 684 112 ლარია და ფინანსდება რეგიონალური განვითარების ფონდისა და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის მიერ.
მერიის პრიორიტეტი ბავშვების კომფორტული და უსაფრთხო გარემო შექმნაა.
ახალ სასწავლო წელს, ახალ საბავშვო ბაღებში იზეიმებენ სოფელ იგოეთის, მეტეხის და გრაკალის პატარა აღსაზრდელები.
სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ქვემო ჭალის საბავშვო ბაღში.