logo_geo
eng_logo
ფედერიკა მოგერინი: ლეგიტიმური ინსტიტუტები უნდა იყოს დაცული
- +

18 ივლისი. 2016. 14:02



ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხევდრის დაწყებამდე საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარმა ფედერიკა მოგერინმა თურქეთს კანონის უზენაესობის დაცვისკენ მოუწოდა. შეხვედრაზე თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საკითხს განიხილავენ.


„ლეგიტიმური ინსტიტუტები უნდა იყოს დაცული. დღეს ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობა დაცული უნდა იყოს. არანაირი გამართლება არ აქვს იმ ნაბიჯებს, რომლებსაც ქვეყანა სხვა მიმართულებით გადადგამს", - განაცხადა  მოგერინიმ.


მოგერინიმ ასევე აღნიშნა,  რომ აუცილებელია დემოკრატიული პრინციპების დაცვა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner