„ევროპის საბჭოს არც ერთ წევრ ქვეყანას უფლება არა აქვს, სიკვდილით დასჯა გამოიყენოს",- ამ სიტყვებით გააკრიტიკა თურქეთში დაწყებული დისკუსიები სიკვდილით დასჯის შესაძლო შემოღების შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტორბიორნ იაგლანდმა გამოცემა „Tagesspiegel"-ვის მიცემულ ინტერვიუში.
იაგლანდმა განაცხადა, რომ თურქეთმა ევროპის საბჭოს ორი პროტოკოლის რატიფიცირება მოახდინა, რომლის თანახმად, სიკვდილით დასჯის შემოღება მკაცრად არის აკრძალული.
თავის მხრივ, ევროკომისარმა ფედერიკა მოგერინიმ მოუწოდა თურქეთს, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპები დაიცვას.