logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპმა „ისლამური სახელმწიფოს“ გაძლიერებაზე პასუხისმგებლობა ჰილარი კლინტონს დააკისრა
- +

18 ივლისი. 2016. 14:04



BBC-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი „ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციის დაწყებას და ამისთვის ახლო აღმოსავლეთში ამერიკელი ჯარისკაცების გაგზავნას მოითხოვს.

ასევე, ტრამპი ოპერაციაში NATO-ს  სხვა ქვეყნების შეიარაღებული ძალების ჩართვას ითხოვს. ტრამპმა „ისლამური სახელმწიფოს" გაძლიერებაზე პასუხისმგებლობა ჰილარი კლინტონს დააკისრა. მან აღნიშნა, რომ ეს არის სახელმწიფო მდივნის პოსტზე კლინტონის „სულელური პოლიტიკის" შედეგი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner