სეტყვამ, რომელიც ათ წუთზე მეტხანს გაგრძელდა, დედოფლისწყაროში მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები დააზიანა. განადგურებულია ერთწლოვანი ბოსტნეული კულტურები.
„სტიქია იყო და ძირითადად სეტყვამ ქალაქს გადაუარა, თუმცა სახლების დატბორვის ან სასოფლო-სამეურნეო სავარგულების განადგურების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა. შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე ძირითადი მოსავალი გადარჩა“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს დედოფლისწყაროს მერმა.