logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: გავრილოვის თემაზე სპეკულირებას ალბათ დიდხანს არ შეეშვებიან
- +

12 ივნისი. 2021. 02:50

 

 

„ლოგიკა არაა  ნაცმოს მოთხოვნაში, რომ ნებისმიერ ბრალდებულს აუკრძალო ამნისტიაზე უარის თქმის უფლება“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

 

„ძლივს ჩავწვდი. ამნისტიის კანონზე თავს იგიჟებენ, არ ვკითხოთ ბრალდებულებს, ისე მივახდინოთ მათი ამნისტირებაო. ახლა მივხვდი რატომ ნერვიულობენ. მელია თუ სურვილს არ გამოთქვამს, რომ არ შეეხოს ამნისტია, მაშინ ავტომატურად შეეხება, რაც ბრალის აღიარება იქნება. თუ არ აღიარებს, უნდა განაცხადოს, რომ არ აქვს ამნისტიის სურვილი. დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი პოლიციელი, რომელმაც გადააჭარბა უფლებამოსილებას, აღიარებს დანაშაულს. შესაბამისად ამნისტიაც შეეხება. ლოგიკა არაა ნაცმოს მოთხოვნაში, რომ ნებისმიერ ბრალდებულს აუკრძალო ამნისტიაზე უარის თქმის უფლება.

საოცრებები ხდება. პარლამენტში შესული ორი დეპუტატი ჩივის, რატომ არ შემიწყვიტეს უფლებამოსილებაო.

გავრილოვის თემაზე სპეკულირებებს ალბათ დიდხანს არ შეეშვებიან. ამ დროს ამნისტიაზე კანონს მიიღებენ. სანიკიძე ამტკიცებს, რომ სიმბოლურად "ზვიადის სკამი" ის კი არ იყო, რომელშიც ბერძენი პარლამენტარი იჯდა, არამედ ის, რომელიც გავრილოვს მიუჩოჩეს და ჩააბრძანეს. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს?! ორი წელია ვამბობ, რატომ არ შეგაწუხათ იმ ფაქტმა, როცა გავრილოვმა დასაჯდომი ადგილი, ხალხის მიერ არჩეული რომელიღაცა დეპუტატის ნაჯდომ სავარძელში ჩადო? არ აქვთ პასუხი.

მავნებლებს და საბოტაჟნიკებს რა პასუხი უნდა ჰქონდეთ? თუ სიმბოლოებზე ლაპარაკობთ ნაკითხო ბნელებო, ჯერ სიმბოლოა დეპუტატის სავარძელი. მას ირჩევს ხალხი. სპიკერს დეპუტატები ირჩევენ. არჩეულთა არჩეულის სკამი გაწუხებთ და ხალხის არჩეულის არა? ესაა თქვენი ლოგიკა? იქ რომ არ ამძვრალიყო, მაშინდელ „რუსთავი 2“-ს და სხვა "საბოტაჟნიკ" ტელევიზიებს ხალხი რომ არ მოეტყუებინა, თითქოს "ოკუპაცია გაფორმდა" და საქართველოს პარლამენტის კი არა, არამედ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა წაიყვანა გავრილოვმა რუსულად, ხალხი არ მოგივიდოდათ.

მიკვირს „ქართული ოცნების“, რატომ არ ატრიალებთ იმ ცრუ კადრებს, როგორ ააგდეს ემოციებზე მოსახლეობა?! ახლა ესენი გაგვიხდნენ სიმბოლოების დამცველები. მონახეთ მაშინდელი საინფორმაციო გამოშვებები, "ისერჩება" გუგლში“, - წერს ანალიტიკოსი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner