logo_geo
eng_logo
აღსრულების ეროვნული ბიუროს ეზოში სროლისას ორი ადამიანი დაშავდა
- +

18 ივლისი. 2016. 14:20



აღსრულების ეროვნული ბიუროს ეზოში ორმა პირმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნა.

 

„კვირას" ინფორმაციით, დაპირისპირება მოვალესა და კრედიტორს შორის მოხდა. თავდაპირველად ცეცხლი ავთანდილ ანთაძემ გახსნა. ანთაძე 2004 წელს, გიორგი ბარამიძის შს მინისტრობის დროს, მისი მოადგილის პოზიციაზე მუშაობდა.

 

თვითმხილველის განცხადებით,  სროლას წინ დაპირისპირება არ უძღოდა. თავდამსხმელი აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტოსადგომზე მივიდა და იქ მყოფ ერთ-ერთ პირს ცეცხლი გაუხსნა. ასევე მისი ინფორმაციით,  აღსრულების ეროვნული ბიუროს ეზოში ერთ-ერთ დაჭრილს 7 ტყვია აქვს მოხვედრილი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner