logo_geo
eng_logo
გიორგი ამილახვარი: სააკაშვილმა და მისმა ყოფილმა გუნდის წევრებმა დემონსტრაციულად, მოღალატეობრივად დატოვეს საქართველოს მოქალაქეობა
- +

12 ივნისი. 2021. 03:02

 

 

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ამილახვარმა "ღამის კურიერის" ეთერში, პარტიების დაფინანსების წესის შეცვლასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი და ამომრჩევლის გადახდილი ფული არ უნდა აფინანსებდეს ისეთ პარტიებს, რომლებმაც შესაძლოა ეს დაფინანსება სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ გამოიყენონ.

 

ამ კონტექსტში ამილახვარმა "ნაციონალური მოძრაობა" გააკრიტიკა.

 

"მსაჯული არის არჩევნებზე ჩვენი მოქალაქეები, რომლებმაც მესამე ვადით ბიძინა ივანიშვილს და მის დაფუძნებულ პარტიას მიანდეს ამ ქვეყნის მართვა და მისი სადავეები. ბატონი სააკაშვილი, შეგახსენებთ, დღეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, არ არის საქართველოს მოქალაქე და მან და მისმა ყოფილმა გუნდის წევრებმა დემონსტრაციულად, მოღალატეობრივად დატოვეს საქართველოს მოქალაქეობა.

 

ძალიან დიდი ბოდიში, ახლა როდესაც გვესაუბრება უცხო ქვეყნის ტერიტორიიდან და გვითვლის, რომ ხან ზღვიდან შემოვა, ხან ორმოდან ამოვა და ხან ჰაერიდან პარაშუტით ჩამოფრინდება და მისი პოლიტიკური ორგანიზაცია რასაც აქ აკეთებს, კარგად მოგეხსენებათ, ამ ყველაფრის მერე გინდათ მითხრათ, რომ ქართველმა ამომრჩეველმა, რომელმაც მათაც მისცა ხმა და შესაბამისად, გადასახადიც გადაიხადა საქართველოს ბიუჯეტში, უნდა დააფინანსოს ისინი, იმიტომ, რომ ეს ფული გამოიყენონ სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ?“ - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner