მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ორგანიზებით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურსა და ნაფარეულში, მოსახლეობას უფასო სამედიცინო მომსახურება ჩაუტარდა. ღონისძიება აქციის „ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე“ ფარგლებში მოეწყო.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, მერაბ გამყრელიძემ განაცხადა, მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
ღონისძიების ფარგლებში, მოქალაქეებს კონსულტაციები და გამოკვლევები სხვადასხვა პროფილის ექიმებთან ჩაუტარდათ. ექიმის მიერ შერჩეული რეცეპტის მიხედვით, მოსახლეობას მედიკამენტები უფასოდ გადაეცა.