logo_geo
eng_logo
ვინ არის ფეთჰულა გიულენი?
- +

18 ივლისი. 2016. 14:40



ფეთჰულა გიულენი მწერალი და ყოფილი იმამია, რომელიც 1941 წელს ქურთულ ოჯახში დაიბადა. 12 წლის იყო, როდესაც პირველად იქადაგა. 1982 წელს კი მისი პირველი ისლამური სკოლა გაიხსნა.


1999 წლიდან აშშ-ში, პენსილვანიაში ცხოვრობს. დაფუძნებული აქვს სკოლების და უნივერსიტეტების ქსელი მთელ მსოფლიოში (1000-ზე მეტი სკოლა მსოფლიოს 160 ქვეყანაში).


2008 წელს „Prospect" და „Foreign Policy" მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ინტელექტუალად ასახელებენ. ჟურნალ „Time"-მა კი მსოფლოს 100 გავლენიანი ადამიანის სიაში შეიყვანა.


გიულენი და ერდოღანი ერთ დროს მეგობრები და თანამებრძოლები იყვნენ. 1999 წელს მათ შორის განხეთქილება ჩამოვარდა. გიულენი აშშ-ში წავიდა სამკურნალოდ და თურქეთში აღარ დაბრუნებულა. მას შემდეგ ერდოღანმა გიულენსა და მის მომხრეებზე ნადირობა დაიწყო.


გიულენი სათავეში უდგას მოძრაობა „ჰოზმეთს", რომელსაც მილიონობით მხარდამჭერი ჰყავს არა მარტო თურქეთში. მას და მის იდეებს მომხრეებს თურქეთის სამართალდამცა სტრუქტურებში, არმიასა და სხვა სახელმწიფო უწყებებშიც ჰყავს. ერთ-ერთი გამოსვლისას ერდოღანმა მათ „სახელმწიფო სახელმწიფოში" უწოდა.


ბოლო ორი წელია განსაკუთრებით გამწვავდა ერდოღანისა და გიულენის დაპირისპირება. ერდოღანი მუდმივად იმეორებდა, რომ გიულენსა და მის ორგანიზაცია „ჰიზმეთს" ქვეყანაში გადატრიალების მოწყობა და მართვის სადავეების ხელში ჩაგდება სურდათ.


გიულენს ასევე ბრალდებოდა 2013 წელს ერდოღანის ხელისუფლებაში კორუფციული სკანდალის გამოაშკარავება. 2014 წელს თურქეთის სასამართლომ გიულენის დაპატიმრების ორდერი გასცა. თურქული მხარე ინტერპოლს გიულენის წითელი ცირკულარით ძებნას სთხოვდა, თუმცა ინტერპოლმა ეს მოთხოვნა არ გაითვალისწინა.


2016 წლის მარტში ერდოღანმა გიულენს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქურთებით დასახლებულ რეგიონში ვითარების გამწვავებაში დასდო ბრალი. მოგვიანებით, თურქულმა პოლიციამ გიულენთან კავშირში ეჭვმიტანილი 90 კაცი დააკავა, მაისში კი, იზმირში, იმავე ბრალდებით კიდევ 29 პირი დააპატიმრეს.


გიულენს არასდროს უთქვამს, რომ თურქეთის ხელისუფლებაში მოსვლა სურს. იშვიათად ჩნდება საჯაროდ და ჟურნალისტებთან შეხვედრაზეც უარს ამბობს.


გიულენი რელიგიის ექსტრემიზმისა და ისლამისა თუ რელიგიის პოლიტიზების წინააღმდეგია. ის ქადაგებს ტრადიციულ თურქულ ისლამს და მას განიხილავს, როგორც თანაგრძნობასა და სოციალური თანადგომის რელიგიას.  მიაჩნია, რომ ისლამი და დემოკრატია თავსებადია.


გიულენი მომხრეა ქალის და კაცის თანასწორობის, თუმცა თვლის, რომ დასავლური ყაიდის ფემინიზმი, რომელიც სავსეა მამაკაცების სიძულვილით, განწირულია მარცხისთვის, ისევე, როგორც ყველა სხვა რადიკალური მიმდინარეობა.





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner