logo_geo
eng_logo
ნინო თანდილაშვილი: მზად ვართ, ნებისმიერი გარემოსდაცვითი საკითხი კვალიფიციური სპეციალისტების ჩართულობით განვიხილოთ
- +

12 ივნისი. 2021. 11:28

 

საქართველოს მთავრობის მიერ მოწვეული ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრი „ნამახვანჰესის" პროექტთან დაკავშირებით მედიაციის პირველ შეხვედრას მართავს.

 

მთავრობის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ მოლაპარაკების შედეგად მიღებული იქნება ჰიდროელექტროსადგურის ისეთი პროექტი, რომელიც ყველა მხარის ინტერესებს დააკმაყოფილებს.

 

„არსებობს ყველა შესაბამისი კვლევა, რომელიც ამ პროექტის უსაფრთხოებას უსვამს ხაზს. ასევე არსებობს ყველა შესაბამისი კვლევა იმისთვის, რომ გარემოზე ზემოქმედების რისკები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. მზად ვართ, ნებისმიერი გარემოსდაცვითი საკითხი სამუშაო ფორმატში ექსპერტების, კვალიფიციური სპეციალისტების ჩართულობით განვიხილოთ“, - აცხადებს გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner