logo_geo
eng_logo
პოლიციამ თელავში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
- +

12 ივნისი. 2021. 11:32

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული ზ.ს. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

 

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ თელავში, რამდენიმე პირს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ბრალდებულმა ზ.ს.-მ აღნიშნულ ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი პირი - 2000 წელს დაბადებული ბ.ქ. ბასრი საგნის გამოყენებით დაჭრა. დაჭრილი მამაკაციც გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

 

ჩხუბის დროს, ბრალდებულმა ზ.ს.-მაც სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებებიმიიღო. იგი საავადმყოფოში გადის მკურნალობას.

 

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner