logo_geo
eng_logo
რომის პაპი: „არაბთა შემოსევა“ ევროპაში სოციალური ფაქტია და ეს კარგი რამ არის
- +

5 მარტი. 2016. 12:27



რომის პაპის განცხადებით, „არაბთა შემოსევა" ევროპაში სოციალური ფაქტია და ეს კარგი რამ არის.


გამოცემა „დეილი მეილი" წერს, რომ პაპმა ფრანცისკემ ევროპაში მიგრანტების ნაკადს „არაბთა შემოსევა" უწოდა და იქვე დასძინა, რომ ევროპაში ჩასული მიგანტები ევროპას უკეთესობისკენ შეცვლიან.


პონტიფიკოსმა ეს განცხადება ფრანგ ქრისტიანებთან შეხვედრაზე გააკეთა, რა დროსაც მიმოიხილა მიგრაციის დადებითი გავლენა ევროპულ კულტურაზე.


ვატიკანის გამოცემა L'Osservatore-ს თანახმად, პაპმა აღნიშნა, რომ ევროპას ყოველთვის შეეძლო „წინსვლა და გაძლიერება კულტურების ურთიერთმიმოცვლით".


პონტიფიკოსის შეფასებით, ევროპა ერთადერთი კონტინენტია, რომელსაც შეუძლია, მთელი მსოფლიოს გააერთიანოს.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner