logo_geo
eng_logo
ანკარაში სამხედრო მოსამსახურემ სასამართლო შენობასთან ცეცხლი გახსნა
- +

18 ივლისი. 2016. 14:51



უცხოური მედიის ინფორმაციით, ანკარაში თურქმა სამხედრო მოსამსახურემ სასამართლო შენობასთან ცეცხლი გახსნა. თავდამსხმელი სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.


თურქეთში სამხედრო ამბოხება 15 ივლისს, გვიან ღამით დაიწყო. ამბოხებულებმა განაცხადეს, რომ ქვეყნის მართვის სადავეებს ხელში იღებენ, რის შემდეგაც მათ კომენდანტის საათი გამოაცხადეს, რასაც ამბოხებულებსა და თურქეთის პრეზიდენტის მომხრეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

ბოლო მონაცემებით, ამბოხების მცდელობის შედეგად 192 ადამიანი დაიღუპა, 1 440 დაშავდა. თურქეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ქვეყნის 2 745 მოსამართლე, 34 ოფიცერი, 29 პოლკოვნიკი და 5 გენერალი სამსახურიდან დაითხოვეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner