logo_geo
eng_logo
ირაკლი შიხიაშვილი ამომრჩევლებს 3 ძირითადი პრობლემის მოგვარებაზე ესაუბრა
- +

18 ივლისი. 2016. 14:53


 

სამგორის რაიონის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი შიხიაშვილი ამომრჩევლებთან შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად მაჟორიტარობის კანდიდატი მოსკოვის გამზირზე მცხოვრებ ამომრჩევლებს შეხვდა და ძირითადი პრობლემები და საჭიროებები განიხილეს. ადგილობრივებმა ერთ-ერთ არსებით საკითხად მძიმე სოციალური პირობები და დაბალი პენსიები დაასახელეს. ახალგაზრდებმა კი გასართობი ადგილების, სკვერებისა, სათამაშო და სპორტული მოედნების მოუწესრიგებლობაზე ისაუბრეს.


როგორც მათ აღნიშნეს, სტადიონის რეაბილიტაციაზე მუშაობა რამდენჯერმე დაიწყო, თუმცა ამ დრომდე არაფერი შეცვლილა. კიდევ ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც ადგილობრივებმა ყურადღება გაამახვილეს და სახელმწიფოს აქტიური დახმარება მოითხოვეს, ე.წ. ხრუშოვკებს ეხება.


როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი შიხიაშვილმა აღნიშნა, ავარიული კორპუსების ნაცვლად ახალი შენობების აშენება აუცილებელია. მან დევნილებისა და ვეტერანების პრობლემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამომრჩევლების ყველა მტკივნეული და პრობლემატური საკითხების გადაწყვეტაში აქტიურად ჩაერთვება. მისივე თქმით, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში სამგორის მოსახლეობას საკმაოდ აქტიურ რეჟიმში შეხვდება და საჭიროებების დეტალურად გაცნობის შემდეგ მათ პრობლემების გადაწყვეტის კონკრეტულ ხედვასაც შესთავაზებს.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner