ქართული მხარის ფასილიტაციით მიღწეულ, აზერბაიჯანისა და სომხეთის შეთანხმებას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე twitter-ში ეხმაურება.
„საქართველოს მტავრობის ფასილიტაციით, აღდამის რაიონის ნაღმების რუკების სანაცვლოდ აზერბაიჯანი სომხეთს 15 ტყვეს გადასცემს. საქართველო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის ერთგულია სომხეთთან და აზერბაიჯანთან ერთად“, - წერს ნიკოლოზ სამხარაძე.