logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: ირაკლი ღარიბაშვილის ჩართულობით, თბილის გახდა ერთგვარი პლათფორმა
- +

12 ივნისი. 2021. 21:28

 

უფლებადამცველი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

 

„სამხრეთ კავკასიას როგორც არასდროს ისე ესაჭიროება მშვიდობა და განვითარება,

ამ პროცესში კი საქართველოს როლი განუზომლად დიდია!

ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური ჩართულობით თბილისი გახდა  ერთგვარი პლატფორმა დიალოგისთვის და აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა.

საბედნიეროდ სომხეთის თხუთმეტივე მოქალაქე საქართველოს ტერიტორიის გავლით, ოჯახებს დაუბრუნდა.

საქართველომ კი  დაიბრუნა რეგიონული როლი - მედიატორის ფუნქცია და  კიდევ ერთხელ დაადასტურა, რამ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია რეგიონული თანამშრომლობის განვითარებაში, რეგიონში პოლიტიკური თუ უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესებაში.

მშვიდობა და განვითარება ჩვენს ქვეყანასა და მთელ რეგიონს!“- წერს მეგრელიშვილი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner