logo_geo
eng_logo
პაატა შამუგია: მომხდარ ინციდენტს აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან კავშირი არ აქვს
- +

18 ივლისი. 2016. 14:57



აღსრულების ეროვნული ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა პაატა შამუგიამ განაცხადა, რომ მომხდარ ინციდენტს აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან არანაირი კავშირი არ აქვს. თანამშრომლებმა მუშაობის პერიოდში გაიგონეს სროლის ხმა, რის შემდეგაც გაირკვა, რომ მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა.


„დაპირისპირება მოქალაქეებს შორის აღსრულების ეროვნული ბიუროს ეზოში მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღიდან იყო რამდენიმე გასროლა. დაჭრილია ორი ადამიანი და ისინი საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები სასწრაფო დახმარების მიერ", - განაცხადა შამუგიამ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner