logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: საქართველოს რეგიონული მედიატორის ფუნქცია დაუბრუნდა და ამაში უმნიშვნელოვანესია პირადად ირაკლი ღარიბაშვილის ჩართულობა
- +

12 ივნისი. 2021. 21:36

 

„დღეს, საკმაოდ მნიშვნელოვანი ამბავი გახდა ცნობილი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელშეწყობითა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის აშშ-ის აქტიური ჩართულობით, განხორციელდა ჰუმანური აქტი, -  ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე, საქართველოს ხელშეწყობით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ შეთანხმებაზე, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში წერს.

 

მისივე თქმით, მსგავსი ფაქტი მიუთითებს, რომ საქართველოს რეგიონული მედიატორის ფუნქცია დაუბრუნდა და ამაში უმნიშვნელოვანესია პირადად ირაკლი ღარიბაშვილის ჩართულობა. 

 

 

ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის და მეზობლებისთვის (ჩრდილოელის გამოკლებით) საქართველო რეგიონული თანამშრომლობის საიმედო გასაღებად აღიქმება.

 

დღეს, საკმაოდ მნიშვნელოვანი ამბავი გახდა ცნობილი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელშეწყობითა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის აშშ-ის აქტიური ჩართულობით, განხორციელდა ჰუმანური აქტი. აზერბაიჯანმა გაათავისუფლა კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე, რომლებიც საქართველოს გავლით, საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ.

 

მსგავსი ფაქტი მიუთითებს, რომ საქართველოს რეგიონული მედიატორის ფუნქცია დაუბრუნდა და ამაში უმნიშვნელოვანესია პირადად ირაკლი ღარიბაშვილის ჩართულობა.

 

საქართველოს ნადვილად გააჩნია იმის პოტენციალი, რომ რეალური წვლილი შეიტანოს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევაში - რეგიონში განვითარდეს ფართომასშტაბიანი თანამშრომლობა, გაუმჯობესდეს პოლიტიკური და უსაფრთხოების გარემო“, -  აღნიშნავს ანალიტიკოსი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner