logo_geo
eng_logo
გია გაბრიჩიძე: თამამად შეიძლება ითქვას, რომ პრემიერის ბოლო ვიზიტები, საქართველოს, როგორც სტაბილური და წინსვლაზე ორიენტირებული ქვეყნის აღიარებაა
- +

12 ივნისი. 2021. 21:37

 

„თამამად შეიძლება ითქვას, რომ პრემიერის ბოლო ვიზიტები, ასევე მაღალი რანგის სტუმრები პარტნიორი და მეგობარი ქვეყნებიდან, ის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები რაც ბოლო პერიოდში იქნა მიღებული, საქართველოს, როგორც სტაბილური და წინსვლაზე ორიენტირებული ქვეყნის აღიარებაა“- ამის შესახებ ექსპერტი გია გაბრიჩიძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, დღევანდელი მაგალითი ამ ყველაფერთან ერთად უდიდესი მორალური დატვირთვის მატარებელია, რაც საქართველოს თითოეული მოქალაქეში საამაყო განცდას იწვევს.

 

ის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, აშშ- სახელმწიფო მდივნის აპარატთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა რეგიონში მომხდარი კონფლიქტის დროს სომხური ეროვნების 15 ტყვის გათავისუფლებაში არა მხოლოდ ჰუმანურ აქტში მონაწილეობას წარმოადგენს, არამედ პირველ რიგში საქართველოს იმ დიდი ავტორიტეტის დაფიქსირებაა, რასაც ბოლო წლებში ჩვენმა ქვეყანამ არა მხოლოდ რეგიონში, არამედ საერთაშორისო მასშტაბით მიაღწია.

 

თამამად შეიძლება ითქვას, რომ პრემიერის ბოლო ვიზიტები, ასევე მაღალი რანგის სტუმრები პარტნიორი და მეგობარი ქვეყნებიდან, ის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები რაც ბოლო პერიოდში იქნა მიღებული, საქართველოს, როგორც სტაბილური და წინსვლაზე ორიენტირებული ქვეყნის აღიარებაა.

 

დღევანდელი მაგალითი კი ამ ყველაფერთან ერთად უდიდესი მორალური დატვირთვის მატარებელია, რაც საქართველოს თითოეული მოქალაქეში ფრიად საამაყო განცდას იწვევს”,-  წერს გია გაბრიჩიძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner