„ყოჩაღ ჩვენს პრემიერს. მგონი ვუბრუნდებით რეგიონში წამყვანი ქვეყნის სტატუსს. რამხელა შედეგია, როდესაც ორ ქვეყანას შორის დავას ან ნებისმიერ შეუთანხმობლობას მოაგვარებ და არა მხოლოდ მოაგვარებ, არამედ შენი ქვეყანა გამოყენებული იქნება როგორც ჰუმანიტარული დერეფანი!, “- ამის შესახებ ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.
ლატარია აღნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საგარეო პოლიტიკაში ბევრი რამ შეუძლია.
„აზერბაიჯანმა სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა, რომლებიც საქართველოს გავლით დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს. არა ნუ, შეუძლია ღარიბაშვილს საგარეო პოლიტიკაში ბევრი რამ და ვინც ამას ვერ ხედავს, ან ბრმაა (პოლიტიკურად) ან ბეცი,“- აღნიშნულია განცხადებაში.