„წარმოიდგინეთ სომხეთის იმ 15 მოქალაქისა და მათი ოჯახების სიხარული...და მუდმივი მადლიერება არამარტო ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ, არამედ საქართველოს მიმართ, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი, ხომ საქართველოს პრემიერია!“ -ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, საქართველო არა მარტო რადარებიდან გაქრა, არამედ რეგიონალური მოთამაშის სტატუსიც გააჩნია, მის პრემიერის სიტყვას და სახელს კი პატივსაც სცემენ და ანგარიშსაც უწევენ.
“თითქმის არ არსებობს შეიარაღებული კონფლიქტი, რომელიც მიუხედავად იმისა თუ როგორ დასრულდება, რომ არ ტოვებდეს ისეთ ძალიან მძიმე შედეგს, როგორიც ტყვეებია. ეს ის ადამიანებია, რომლებიც მოწინააღმდეგის ხელში აღმოჩნდნენ, შედეგად პატიმრობაში ყოფნა უწევთ და არავინ იცის თუ როდის დაუბრუნდებიან საკუთარ კერას და ოჯახებს... ასეთ კონფლიქტებს მიეკუთვნება ყარაბახის კონფლიქტი, ცხადია მე როგორც საქართველოს მოქალაქეს და ქართველს, არც მქონდა უფლება და არც სურვილი ამ კონფლიქტში ვინმეს ან რამეს მხარეს ვყოფილიყავი, გარდა ერთისა, სწორედ იმისა, რასაც ჰქვია მშვიდობა ჩვენსა სამეზობლოში და მთლიანად კავკასიაში, და რამდენად ამაყი ვიყავი, რომ ჩვენს ხელისუფლებასაც ზუსტად იგივე პოზიცია ჰქონდა მთელი საბრძოლო მოქმედებების დროს, უფრო მეტიც არაერთი შეთავაზება- დაპირისპირებულ მხარეებთან თბილისის, როგორც ორივეს მეგობრისა და შემრიგებლის როლის გამოყენების შესახებ...
დღეს, კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური ხელშეწყობითა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა და, საქართველოს ტერიტორიის გავლით, ისინი საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ!
არ შეიძლება ორ ფაქტორს არ გაუსვათ, ხაზი: