იმერეთის გუბერნატორის გივი ჭიჭინაძის განცხადებით, ქუთაისში „ქართული ოცნებიდან" მაჟორიტარობის სამი კანდიდატი იქნება წარდგენილი. როგორც ჭიჭინაძე აცხადებს, მაჟორიტარობის კანდიდატები იქნებიან გენადი მარგველაშვილი, კობა ნარჩემაშვილი და დიმიტრი მხეიძე.
რაც შეეხება დანარჩენ ქალაქებს, მისი თქმით, ჭიათურასა და ხარაგაულში კანდიდატებად ეყოლებათ მოქმედი გამგებლები. რაც შეეხება სამტრედიას, იქ იქნება გიორგი მიქელაძე, ვანი-ხონში - გიორგი ლილუაშვილი, ტყიბული-თერჯოლაში - ელგუჯა გოცირიძე, ზესტაფონში კი - შალვა კიკნაველიძე.