ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში გიორგი გახარიას შესახებ წერს.
„ეს კაცი, წლების მანძილზე იყო თანამდებობებზე და საინტერესოა, ამ ტვინითა და აზროვნებით, როგორ მოახერხა ან ქვეყნის მართვა, ანდა ხალხის ისე დაბოლება, რომ საკუთარი პერსონა ისე დადებითად წარმოეჩინა, რომ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, აღელვებულ და აღშფოთებულ ქალთა ფანკლუბებიც კი შეიქმნა... ე.წ. „გახჩოხანუმები“ (დ.ლ.) განსხვავებულ აზრსაც და ამ აზრის გამხმოვანებელ ადამიანებსაც გააფთრებული რომ ებრძოდნენ და ადამიანებს წყევლა-კრულვითა და გაუგონარი აგრესიით, ლამის მუსრს ავლებდნენ...
მოკლედ, სოციალურ ქსელში სექტანტური მოძრაობა შეიქმნა იმ კაცის მხარდასაჭერად, რომელმაც თავიდანვე სიცრუეზე ააგო თავისი რეიტინგიც და პოლიტიკური მოღვაწეობაც, დიდი ტყუილით დაიწყო... ფეიქ-ლაიქების სიუხვე, რომელშიც გახარიამ ფული გადაიხადა და თავისი მხარდამჭერი „მდედრიონი“(დ.ლ) მუდამ ფეიქ-ლაიქების რეალურ რეიტინგად გასაღებაში ეხმარებოდნენ... ამ ადამიანს, რომელიც თავის დროზე, მართლა ადამიანი მეგონა და ხშირად მისი მხარდამჭერიც ვყოფილვარ და ეს არც არასდროს დამიმალავს...
„გახჩო ცრუ“-მ (დ.ლ.) როცა პარტია დააფუძნა, ამ მატყუარამ და თაღლითმა, გაახმოვანა, რომ პარტიის მთავარი მიზანი ნეპოტიზმთან ბრძოლა იყო და ეს პარტიის მთავარი სლოგანიც გახდა.
ახლა ირკვევა, რომ ტიპი, იგივე „გახჩო ცრუ“(დ.ლ.) ებრძვის იმას, რაც თავად დაამკვიდრა თავისი თანამდებობაზე ყოფნის დროს.
ცნობილია, რომ გახჩოს მილიონერი თანაგუნდელები მუდამ ამარიაჟებდნენ ძვირადღირებულ სამკაულებს, ზემოდან უყურებდნენ მათზე დაბალბიუჯეტიან სამოსში ჩაცმულ ადამიანებს, საბანაძე-ხოჯევანიშვილების, ფინანსური ტანდემს პლუს სამეგრელოს რეგიონალური ბანდიტები, მოწერელია, თორია და სხვანი უდრის „გახჩო ცრუს“ საყრდენ ერთეულებს...
ჰოდა, სულ ესა ხარ, ყმაწვილო გახჩო, მატყუარავ, ნაცებზე შეყვარებულო, მიშას მონავ და მორჩილო, რომელმაც მიუხედავად მომხიბვლელი თვალისპაჭუნისა, მაინც ვერ შემოიყვანე სარფიდან და ჩაგივარდა ჩემი ქვეყნის დაქცევის გეგმა... ვწუხვარ, გახჩუნია, საყვარელო....
სინამდვილეში, გიორგი გახარიას მთავრობაში ყოფნის რეზიუმე გამიზნული ბოროტებაა და ის ასეთია:
1) გიორგი გახარიას შს მინისტრობის დროს, რუსთაველზე აქციის მონაწილეებს, რომლებიც კლუბ „ბასიანში“ ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებდნენ, შს მინისტრმა გახარიამ, შთამბეჭდავი ჟესტით, მოულოდნელად, ბოდიში მოუხადა!
2) გიორგი გახარიას შს მინისტრობის დროს, სწორედ მინისტრის ინიციატივით, პანკისის ხეობაში შეიყვანა პოლიციის დანაყოფები ისე, რომ ხეობაში სიტუაციის შესახებ ინფორმაცია არ გადაამოწმა... ამის გამო, ხეობის გავეშებული ხალხი პოლიციელებს ხელკეტებითა და ქვებით ისე დაუპირისპირდნენ, რომ ლამის ადგილზე ჩაქოლეს. სწორედ მაშინ, შს მინისტრის უსუსურობა გამოჩნდა და პოლიციის ავტორიტეტიც განულდა...შს მინისტრმა არ დასაჯა არცერთი მოძალადე და შედეგად მივიღეთ უამრავი თავგატეხილი და დასისხლიანებული პოლიციელი...
3) გიორგი გახარიას შს მინისტრობის დროს და ძალისხმევით, შეიქმნა 7 ნოემბრის საპირწონე თარიღი - 20 ივნისი! 20 ივნისს სპეცრაზმმა დამიზნებით ესროლა ადამიანებს და თვალები დასთხარა... სწორედ ამ დროს შეარქვა ხალხმა სამართლიანად გახარიას კუთვნილი სახელი - „გახარია თვალთხარია“!
4) და ბოლოს... პრემიერი გიორგი გახარია, ნაცვლად იმისა, ქვეყანა ემართა და პრობლემები დაეძლია, მოულოდნელად გადადგა და ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაში, მიატოვა ქვეყანა და ხალხი!.... აქაც ხალხმა მას, სამართლიანად, ბრძოლის ველიდან გაქცეული მხედართმთავარი უწოდა!
P.S. ისე, უნდა ითქვას სიმართლე... გახარიას წინამორბედი გიორგი კვირიკაშვილი, მართლაც რაფინირებული და ინტელიგენტი თაღლითი იყო, რომელმაც მილიონები იშოვა და ისე წავიდა თანამდებობიდან, არც მას და არც სხვას, მისი მზაკვრული მოღვაწეობის პერიოდი ცუდად არ შეხებია, ის უშფოთველად, თბილად და ტკბილად განაგრძობს ნაქურდალი ფულის ხარჯვას და კიც შერჩა ყველაფერი ხახვივით, მაგრამ ეს გოიმი გახჩოხანი(დ.ლ.) ბოლომდე ცდილობს, ნაცებისა და მიშას საქმე გააკეთოს და ისევ გოთვერნულ მეთოდებს მიმართავს... სინამდვილეში, „გახჩო ცრუმ“ რაც იშოვა თანამდებობებზე ყოფნის დროს, ბიძინა ივანიშვილის ლანძღვაში, გაკოტრებულ, მაგრამ შხამიან და ბუსუსებიან მედიის დაფინანსებაში ჩადო და იმ უშნო და მახინჯი დედაკაცის დაფინანსებას მოახმარა... ვინაობას, დაფიცებული მაქვს, არ ვასახელებ, იმიტომ რომ, ვისაც გახჩო თაღლითი ადამიანების ლანძღვაში ფულს უხდიდა და ამ სალანძღავთა სიაში, მეც საპატიო ადგილი მეკავა, არ ვთვლი ადამიანად და შესაბამისად, არც ვახსენებ, რადგანაც მხოხავებს ერთი სახელი აქვთ, მატლები!
ჰოდა, გახჩო ძმაო, უშნოს და მატლებს ებარებოდე!“ - წერს დარეჯან ლიპარტელიანი.