საზოგადოებრივი მაუწყებლის წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ვზივარ და ვფიქრობ...
რამხელა ტკივილი მიაყენეს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის აღსაზრდელებს, ყოფილ აღსაზრდელებს, აღმზრდელებს, მეუფე სპირიდონს ამ 10 დღის განმავლობაში...
როგორი აღგზნებულები აგლეჯდნენ ხორცებს, როგორ მონდომებით აფურთხებდნენ სულში 9 საათზე, 10 საათზე, 11 საათზე, 12 საათზე, 1 საათზე, 2 საათზე, 3 საათზე, 4 საათზე, 5 საათზე, 6 საათზე, 7 საათზე, 8 საათზე, 9 საათზე, 10 საათზე, 11 საათზე...
მიკროფონებს მათრახივით იქნევდნენ, სტუდიები კუპრის ქვაბივით თუხთუხებდა, ეკრანიდან კბილთა ღრჭენა ისმოდა...
მერე კი მიდიოდნენ და მშვიდად, სინდისის ქენჯნის გარეშე იძინებდნენ... ისვენებდნენ, რომ დილიდან ისევ დაეწყოთ...
იმაზე კი არ ფიქრობდნენ, რომ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვებიც იძინებნენ იმის შიშით, რომ დილიდან...
თენდებოდა და... ისევ იწყებოდა კუდიანების დავლური!
და ასე 10 დღის განმავლობაში... მთელი 10 დღე!
ბოლოს, გაოცებული და დაღლილი ეშმაკიც კი პირჯვარს იწერდა!
ვახ, რა ხალხი ხართ, კაცო!
ვზივარ და ვფიქრობ...“- წერს მძინარაშვილი.