logo_geo
eng_logo
თურქეთში 30 გუბერნატორი სამსახურიდან დაითხოვეს
- +

18 ივლისი. 2016. 15:06



საინფორმაციო სააგენტო Anadolu-ს ცნობით, გადატრიალების მცდელობის შემდეგ, 30 გუბერნატორი სამსახურიდან დაითხოვეს. თურქული მედია ინფორმაციას ქვეყნის შს სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, გათავისუფლებულთა შორის 7 899 პოლიციის ოფიცერი, 614 - ჟანდარმერიის და 47 ადმინისტრაციის ხელმძღვანელია.

ასევე, დაკავებულია თურქეთის არმიის 103 გენერალი და ადმირალი.

თურქული მედიის ინფორმაციით, 43 სამხედრო მოსამსახურე სასამართლოს გადაწყვეტილებით დაპატიმრებულია.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner