საინფორმაციო სააგენტო Anadolu-ს ცნობით, გადატრიალების მცდელობის შემდეგ, 30 გუბერნატორი სამსახურიდან დაითხოვეს. თურქული მედია ინფორმაციას ქვეყნის შს სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, გათავისუფლებულთა შორის 7 899 პოლიციის ოფიცერი, 614 - ჟანდარმერიის და 47 ადმინისტრაციის ხელმძღვანელია.
ასევე, დაკავებულია თურქეთის არმიის 103 გენერალი და ადმირალი.
თურქული მედიის ინფორმაციით, 43 სამხედრო მოსამსახურე სასამართლოს გადაწყვეტილებით დაპატიმრებულია.