შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ზ.კ. ქუთაისში დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 10 ივნისს, ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, ზ.კ.-ის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედების - პირადი ჩხრეკის დროს, ბრალდებული ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომელს - 1986 წელს დაბადებულ დ.გ.-ს თავს დაესხა და ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა.
სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.