logo_geo
eng_logo
ტერაქტს ნიცაში საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა
- +

18 ივლისი. 2016. 15:12



ფრანგულმა მხარემ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ნიცაში განხორციელებული ტერორისტული აქტის დროს დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეც არის. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.


„სამწუხაროდ, დღეს ფრანგულმა მხარემ ოფიციალურად დაადასტურა მიმდინარე წლის 14 ივლისს ქ. ნიცაში განხორციელებული ტერორისტული აქტის დროს დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქის (ეკმალიანი რომანი, დაბ. 1960წ.) არსებობის შესახებ ინფორმაცია. (რომან ეკმალიანი ბოლო წლების განმავლობაში ბელგიაში ცხოვრობდა).

 

აღნიშნული სამწუხარო ფაქტის შესახებ საფრანგეთში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ უკვე ინფორმირებულია გარდაცვლილის ოჯახი.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად საქართველოს მოქალაქის დაღუპვასთან დაკავშირებით და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.

 

საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ტერორისტული თავდასხმა წარმოადგენს სასტიკ დანაშაულს კაცობრიობის წინაშე და მიმართულია მსოფლიოში მშვიდობის წინააღმდეგ", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner