logo_geo
eng_logo
სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის თემაზე ზუგდიდში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
- +

18 ივლისი. 2016. 15:39


 

დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების" სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში,  ზუგდიდში  გამართულ საინფორმაციო შეხვედრას დაესწრო.


მსგავსი შეხვედრები მიზნად ისახავს „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების"  პროგრამის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებას და მასში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.


საინფორმაციო შეხვედრებს დევნილთა და განსახლების სამინისტრო საგრანტო კონკურსის გამარჯვებულ ორგანიზაცია საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთთან" ერთად ახორციელებს.


საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო 2015 წლიდან, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის მხარდაჭერას ახორციელებს. 2016 წელს, წინა წელთან შედარებით, დაფინანსება 200 000 ლარით გაიზარდა და ამ ეტაპზე 600 000 ლარს შეადგენს. სამინისტრო აღნიშნული პროგრამის განხორციელებას კვლავ არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით განაგრძობს.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner