სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორშის გზაზე, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა ამავე სოფლის მკვიდრი, 1975 წელს დაბადებული მამაკაცი.
მას ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული და ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი.
ამ წუთებში ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ორი მუხლით – საქართველოს სსკ-ის 117-ე (სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა) მუხლებით მიმდინაროებს.